×
საპონი
კარაქი
სანიტაიზერი
ტუჩის ბალმი
ტანის კრემი

შოკოლადის საოცარი სურნელით გაჯერებული კაკაოს კარაქი, სასიამოვნო სურნელის გარდა, ძალიან ბევრი სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა.

ჯერ მოკლედ აგიღწერთ, თუ როგორ მზადდება კაკაოს კარაქი.
პირველ რიგში, ხდება კაკაოს მარცვლების გამოშრობა, შემდეგ მოხალვა, დაპრესვა და ლებნებიდან მცენარეული ცხიმის გამოყოფა. სწორედ ეს ცხიმი არის ის "კარაქი", რომელიც ასე ძალიან გვიყვარს.

მყარ მდომარეობაში, ოთახის ტემპერატურაზე (მშრალ და გრილ ადგილას შენახვისას), 2-იდან 5 წლამდე აქვს შენახვის ვადა.

ცხიმოვანი მშავებითა და ანტიოქსიდანტებით გაჯერებული კაკაოს კარაქი, შეუდარებელი დამატენიანებელი საშუალებაა ამ და სხვა მრავალი მიზეზის გამო:

  • მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რაც ხელს უშლის კანის დაზიანებას, ნაადრევ დაბერებას, მუქი ლაქების გაჩენას.
  • ამცირებს სტრიებსა და ნაწიბურებს: კაკაოს კარაქის რეგულარული გამოყენება ორსულობის დროს, ამცირებს სტრიების გაჩენის რისკს. ხოლო მისი გამოყენება ნაწიბურებსა და უკვე არსებულ სტრიებზე, ამცირებს ნაწიბური ადგილების სიდიდეს და დროთა განმავლობაში - აქრობს მათ.
  • მდიდარი დამატენიანებელი საშუალებაა: რადგან კაკაოს კარაქი შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, ის ღრმად ატენიანებს და კვებავს კანს.

სწორედ ამიტომ, კაკაოს კარაქი ძალიან ხშირად გამოიყენება ტუჩსაცხებსა და კანის დამატენიანებლ საშუალებებში, ერთ-ერთ ინგრედიენტად.

  • ძალიან კარგი საშუალებაა მგრძნობიარე კანისთვის, ამცირებს კანის გაღიზიანებებს, ისეთ მწვავე შემთხვევებშიც, როგორიც არის ეგზემა და დერმატიტი

საუკეთესო შედეგებისთვის, ყოველთვის უმჯობესია გამოვიყენოთ არარაფინირებული კაკაოს კარაქი.

არარაფინირებულ კაკაოს კარაქს, აქვს მოყვითალო ფერი და მძაფრი შოკოლადის სურნელი.

 

უკუჩვენებები:

არ გამოიყენოთ აკნეს დროს

naïve 

სტატიის ავტორი naïve, 2020-04-25